среда, 1 апреля 2009 г.

არხის ისტორია


სოფელი ერთ დროს მწვავედ განიცდიდა სარწყავი წყლის ნაკლებობას. ეს პრობლემა ნაწილობრივ გადაიჭრა ზემო ალაზნის სარწყავი არხის ანაგის ტერიტორიაზე გავლით.


ანაგის ბოლოს გაჭრილი არხი დაკავშირებული იტალიელი ინჟინრის ანტონიო ფერიდოს სახელთან. რომელიც მოღვაწეობდა ქ.ოდესაში ერთ-ერთი დიდი ქარხნის უფროსად. გასაბჭოების შემდეგ იგი ჩამოვიდა საქართველოში და აქ გააგრძელა თავისი საინჟინრო მოღვაწეობა. თვითონ არხი ხელით არის გაჭრილი და გადის მილარში, მის ბოლომდე.

 
წყლის ნაკლებობას გვალვიან ამინდში ნაწილობრივ ავსებდნენ მინდვრებში დამონტაჟებული ,,ფრეგატის” და ,,ყუბანის” ტიპის დასაწვიმებელი აგრეგატები.

სოფელში ამჟამად ჩამოყალიბებულია სამელიორაციო ასოციაცია ანაგა ,,კოდა”, რომელიც უზრუნველყოფს სარწყავი წყლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 982 ჰა მიწის ფართობს. მაგისტრალური არხი მასზე განლაგებული ნაგებობებით სახელმწიფო საკუთრებაა, ხოლო 4 გამანაწილებელი, რომლითაც ირწყვება სოფლის ნათესები, სამელიორაციო ასოციაცია,,კოდას” საკუთრებაა.


სოფელში ორ ადგილზე (ზარიაულის წყაროსთან და მჭედლიაანების კლდესთან) ამოდის ბუნებრივი წყარო, მოსახლეობამ ყურადღება გამოიჩინა, ლაბორატორიულად შეამოწმებინა აღნიშნული წყაროები და აღმოჩნდა, რომ მათ აქვთ სამკურნალო თვისებები. წყალი შეიცავს გოგირდს (დავაგემოვნეთ) და რკინას, რადგან მიწა იქ სადაც წყალი იღვრება რკინის ჟანგის ფერია.
კონსტანტინეს წყარო

კონსტანტინეს წყარო, ზაფხულში ყინულივით ცივია. ერთი ლეგენდის მიხედვით, ბერ კონსტანტინეს წერაქვით გამოუთხრია ათი მეტრის სიგრძის და ოთხი მეტრის სიღრმის კლდე, კლდიდან წვეთ–წვეთად წამოსული წყალი დღესაც თიხის დიდ ჯამში ჩაედინება, ჯამიდან გადმოსული კი გარეთ კრამიტის მილაკებით მოედინება და ვიწრო მილით გადმოდის. (ამბობენ, ეს ის ბერი იქნებოდა, მთავარანგელოზის მთასთან რომ ცხოვრობდა გამოქვაბულშიო).

ზოგი იმასაც ამბობს, რომ ლეკებმა გამოქცეულ კონსტანტინეს, აქ გამოუთხრია გვირაბი თავშესაფრად, შემდეგ ამ გვირაბიდან წყალი წამოსულა და სახელიც აქედან მომდინარეობსო.

სხვანი იმასაც ამბობენ კახთა მეფის, ალექსანდრე მეორის ვაჟი, გამაჰმადიანებული კონსტანტინე, აჯანყებულ კახელებს აქ მოუკლავთ და წყაროსაც მისი სახელი დარქმევიაო.

სოფელი მდიდარია სხვა წყაროებითაც, კუს წყარო, ბენაანთი, როზგასი, ლამაზოაანთი, ბეჩაოაანთი, თომასი, მირიანის, ილიასი, სანდროსი, ქუდურის, კოდის, თებრიას წყალი , ზარიაულის წყალი და სხვა.


ფლორა და ფაუნა 


ტყეები


სოფელს სამხრეთით აკრავს 15 ჰა ტყე, რომელიც დღეს სავალალო მდგომარეობაშია. 

  

გორაკ-ბორცვიან ზოლში გავრცელებულია ხშირფოთლიანი და წიწვოვანი მცენარეულობა – მუხა, თელა, წიფელი, ნეკერჩხალი, რცხილა, ცაცხვი, ვერხვი, კვიპაროსი, ნაძვი, ფიჭვი, ფათალო. ტყეში მზის რადიაციის შეღწევადობა 10-20%-ია. რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ბუჩქნარი მცენარეულობის განვითარებისათვის.

ბუჩქნარებიდან აღსანიშნავია: ჯაგრცხილა, კუნელი, შინდი, დაფნა, მაჟალო, პანტა, შინდი, თხილი, კუნელი, ზღმარტლი, მაყვალი, ასკილი და სხვა. მათი ვარჯის ქვეშ მზის ენერგიის 5-7% არწევს, რის გამოც ნორმალურად ფუნქციონირებს ბალახოვანი საფარი.

გვხვდება_ მარწყვი, ეკალა, ღიჭი, მჟაუნა, სვია, სოკო, (ხის, ხოხბისყელა, მანჭკვალა, ძირლურჯა) ცოცხი (მინდორში), ანწლი, ფათალო,

შერეულბუჩქნარიანი შიბლიაკის წარმომადგენელი ძეძვი. 



ფაუნა: მგელი, სვავი, კვერნა, ტურა, მელა, კურდღელი, მაჩვი, ზღარბი, კუ, ყვავი, კაჭკაჭი, შაშვი, ბულბული, ძერა, ქორი, მიმინო, კვირიონი, არწივი, ბუ, ხოხობი, მწყერი, მოლაღური, ბეღურა.